ჩაატარეს შედარებით სუფთად და შედარებით ნორმალურად ვიდრე 20 ივნისს – თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტები პარლამენტის წინ აქციის დაშლას ძალის დემონსტრირებად აღიქვამენ და ამბობენ, რომ იმ მომენტისთვის ძალის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა.

მათი განცხადებით, მსგავსი ქმედებები მთავრობის ლეგიტიმაციაზე უარყოფითად აისახება და საქართველოს მომავალი ჩიხში შეჰყავს. სპეციალისტები ხელისუფლებას გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას ურჩევენ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები უმრავლესობის მიერ ძალის დემონსტრირება იყო. შარაშენიძის თქმით, 20 ივნისის აქციის დარბევასთან შედარებით, გუშინდელი აქციის დაშლა ნორმალურ პირობებში განხორციელდა.

“ჩაატარეს შედარებით სუფთად და შედარებით ნორმალურად ვიდრე 20 ივნისს, მაგრამ ამის აუცილებლობა მე მგონი არ იყო იმიტომ, რომ შეიძლებოდა გასვლითი სხდომის ჩატარება პარლამენტის შენობაში არა, სადმე სხვაგან. ასე რომ ძალის დემონსტრაცია მიიღეს, მაგრამ ამით საკუთარ ლეგიტიმაციას სერიოზულად დაარტყეს,” – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს დადებითად 32% აფასებს, ნეგატიურად – 57%
შემდეგი სტატიაIRI: მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ძალაუფლებას გადაამეტა