ბიძინა ივანიშვილს დადებითად 32% აფასებს, ნეგატიურად – 57%

აერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 32% აფასებს, ნეგატიურად – 57%.

პოლიტიკოსებსა და საჯარო ფიგურებს შორის ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი (70%) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს. უარყოფითი შეფასების მაჩვენებლით მას ზურა ჯაფარიძე მოჰყვება (66%).

მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპული საქრთველოს ერთერთ ლიდერს – დავით ბაქრაძეს აქვს (57%). დადებითი შეფასების მაჩვენებლით მას კახა კალაძე მოჰყვება (49%).

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

banner
წინა სტატიაშისოფელ სალხინოში ტყის მასივში ხანძარია
შემდეგი სტატიაჩაატარეს შედარებით სუფთად და შედარებით ნორმალურად ვიდრე 20 ივნისს – თორნიკე შარაშენიძე