ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

news
ავტ.: news ნოემბერი 1, 2016 19:29

ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც ქართული ოცნებასთან 60 ხმით წააგო, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს და რეაგირებას სთხოვს. ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მმართველმა ძალამ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.

ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ გაყალბება დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ მოხდა და ამბობს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლის გაგრძელება.

„მივმართავ პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცესკოს თავმჯდომარეს. ვფიქრობ, რომ ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან ჩვენი კონსტიტუციური უფლება და დაიცვან ჩვენი ხმა,“ – აცხადებს ჩოჩელი და დასძენს, რომ მას გაყალბების კონკრეტული ფოტო და ვიდეომასალა აქვს, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ გაბათილებული ბიულეტენებია დაფიქსირებული.

news
ავტ.: news ნოემბერი 1, 2016 19:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics