ბევრი პოლიტიკური ძალა ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დაბიჯების დიდოსტატია – სერგი კაპანაძე დავით უსუფაშვილზე

ენმ-ის წევრი, სერგი კაპანაძე, დავით უსუფაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომ გეგმავს, შექმნას, ენმ-ის საპირწონე ოპოზიციური პარტია, „სერიოზულ კომენტარს” არ აკეთებს.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ კოალიციიდან წამოსული პარტიები რეალურ ოპოზიციაში არ იყვნენ ხელისუფლებასთან და დღესაც მზად არიან, თანამდებობებზე მათი წინადადებები მიიღონ.

„მე მგონია, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური ძალა არის დიდოსტატი ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დაბიჯების და ერთი და იგივე შეცდომის დაშვების. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს, სხვა იყო და ეს იყო ის, რომ მოახდინეს საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც ნაციონალური ძალის ოპოზიციისა და არა როგორც ხელისუფლების ოპოზიციისა. ანუ ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ და ამით რა შედეგიც მიიღეს თავად და რა შედეგი მიიღო ქვეყანამ, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. მათ შეუძლიათ, გააგრძელონ იგივე გზაზე სიარული, თუმცა მიმაჩნია, რომ, თუკი ვინმეს უნდა, ქვეყანაში რამე რეალური მოხდეს, ისინი ხელისუფლების ოპოზიციაში უნდა იყვნენ და არა ოპოზიციის ოპოზიციაში,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” მოუწოდებს “ნაციონალურ მოძრაობას”, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან
შემდეგი სტატიაცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს