ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას – სერ ალან დუნკანი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე წერს.

სერ ალან დუნკანი სოციალურ ქსელ Twitter-ში ქართველ ხალხს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.

“ვულოცავ ქართველო ხალხს არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას. მოუთმენლად ველი ვიზიტს საქართველოში და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას”, – წერს სერ ალან დუნკანი.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

banner
წინა სტატიაშიცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა