ცესკო – ჟენევაში საარჩევნო უბანი ნაადრევად ვერ დაიხურებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ უბანი არც გახსნილა

ჟენევაში საარჩევნო უბნის ნაადრევად დახურვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება.

ცესკო-ში განმარტავენ, რომ უბანი ამ ქალაქში ნაადრევად ვერ დაიხურებოდა, მხოლოდ იმის გამო, რომ იქ უბანი არც გახსნილა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შვეიცარიის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი უბანი მოქმედებს და ისიც ქალაქ ბერნში.

ცესკო-ში ამბობენ, რომ ბერნში საარჩევნო უბანი წესისამებრ დილის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემს პროცესი ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს
შემდეგი სტატიასოფელ სადახლოში, 29-ე საარჩევნო უბანზე კარუსელი დაფიქსირდა