ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მარნეულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს მარნეულში საარჩევნო უბნიდან ყუთი გაიტაცეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

“როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ყუთი გაქრა, დაიკარგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამაზე განცხადებები დაადასტურეს ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მინდა აღვნიშნო, რომ იქ შექმნილი სიტუაცია, დაპირისპირება, ამავდროულად თქვენ ნახეთ რომ იყო შენობაში შეღწევის მცდელობა, ქვების სროლა, ფანჯრებია ჩალეწილი. ეს მოხდა, რა თქმა უნდა, სხვადახვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მიერ, გარკვეული პროტესტის ნიადაგზე. თუმცა ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები, იქ გახლდათ შიგნით ცენტრალური საარჩვნო კომისიის წარმომადგენელიც. ასევე დამკვირვებლებიც, წარმომადგენლებიც და ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, მთლიანი, ლუქის მთლიანობები არ არის დარღვეული, ყუთის გადადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იქ არსებულ ბიულეტინებს, რომლებიც კონვერტებშია განთავსებული, არანაირი საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომელიც იქნება იმ აჟიოტაჟის საფუძველი რომელიც 48-ე საარჩევო უბანთან არის ატეხილი.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროცედურულად, ახლა ხმის მიცემა, კენჭისყრა შეჩერებულია და მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც შეკრებილები არიანა ამ უბანტთან, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერები არიან ისინი. არჩევნებში არსებობს სამართლებრივი, ცივილური ფორმები და ყველა ადამიანი, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ამ ფორმების ჩარჩოებში და, რა თქმა უნდა, უნდა დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოებში. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, ყველა უნდა დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და საბამისად უნდა მოხდეს სამართლებრივი კორექტირება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო და მივმართო მათ, ხელი შეუწყონ საარჩვნო ადმინისტრაციას და ასევე ამომრჩევლებს, რომ გაგრძელდეს ხმის მიცემსი პროცესი,ვინაიდან სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი 8 საათამდე, როდესაც უნდა დაიხუროს უბნები და დაიწყოს ხმის დათვლის პროცესი.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ადამიანს, აბსოლუტურად წესრიგშია საარჩვნო ყუთი, საარჩევნო უბანზე და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო-საარჩევო კომისიას, ხელი შეუწყონ თავიანთი ფუნქცია-მოავლეობების შესრულებას მშვიდ გარემოში, ხელი შეუწყონ ამომრჩევლებს,რომ გაგრძელდეს კენჭისყრის პროცესში და შემდგომ მშვიდ გარემოში დაითვალოს ხმები ამ უბანზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნებისმიერი პრეტნეზიის შემთხვევაში, კორექტირება და მოგვარება უნდა ხდებოდეს მხოლოდდამხოლოდ სამართლებრივი გზით.

როდესაც ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, რა თქმა უნდა, ყუთის ბათილობის საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს. თუმცა არსებობს კანონში სხვა საფუძვლებიც და როდესაც ჩვენ სამართლებრივი გზებით იქ დაფიქსირებული იქნება ალბათ სავარაუდოდ საჩივრები, ჩვენ განვიხილავთ ამ ასჩივრებს, კანონის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტიელბას, ამე ტაპზე ყუთი არის დაცული, მთლიანობა არ არის დარღვეული, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ან კენჭისყრის პროცესს შეეშალოს ხელი ან შესბამისი, ხმის დათვილს პროცესი არ გაგრძელდეს. ამიტომ მივმართავ მე ყველას, მხოლდო სამართლებრივ ჩარჩოებში და სამართლებრივი ფორმით გადაწყვიტონ ყველა ტიპის პრეტენზია”, – ნათქვამია ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკომპანია TNS – “ქართული ოცნება” – 53,8%; “ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; „თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5,0%
შემდეგი სტატიაGFK-სა და TNS-ის კვლევის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა