კომპანია TNS – “ქართული ოცნება” – 53,8%; “ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; „თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5,0%

კომპანია TNS საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს ავრცელებს.

18.00 საათისთვის არსებული მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 53,8%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,0%

„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“ – 4,0%

„შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%

„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ – 2,7%

„უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ – 2,7%

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,3%

„ეროვნული ფორუმი“ – 0,8%

„თოფაძე- მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ – 0,6%

სხვა პარტიები ერთად – 5,5%

ეგზიტპოლები საქართველოს მასშტაბით 320 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა. აქტივობამ 50 პროცენტი შეადგინა.

კომპანია TNS-მა ეგზიტპოლები ტელეკოპანიების GDS-ის, „მაესტროს“, „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა, საველე სამუშაოები შეასრულა კომპანია “გორბიმ”.

banner
წინა სტატიაშიGFK – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 39,9%;„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 32,74 %
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მარნეულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს