ცესკო-ს ინფორმაციით, რუსთავში ხმის განმეორებით მიცემის მცდელობები დაფიქსირდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 28, 2018 13:25

ცესკო-ს ინფორმაციით, რუსთავში ხმის განმეორებით მიცემის მცდელობები დაფიქსირდა

რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის ორი მცდელობა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და მსგავსი ქმედებით არ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული.

„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ დაარღვიონ კანონი და ნუ შეეცდებიან, არჩევნებში მეორედ მონაწილეობას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც ხმის მიცემას განმეორებით ცდილობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ.

ამასთან, ცესკო-ში, კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ აკრძალულია კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ფოტო და ვიდეო გადაღება კი, დაშვებულია სპეციალური წესებით, რომლებიც განსაზღვრულია ცესკო-ს დადგენილებით და გამოკრულია ყველა საარჩევნო უბანზე. კანონის თანახმად, აკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღება ხმის მიცემის კაბინაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 28, 2018 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics