პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ.
მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.
ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.
როგორც 113-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„შვიდ საათზე გავხსენით საარჩევნო უბანი, 08:18-ზე მივიღეთ პირველი ამომრჩეველი. აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის უკვე 118 ადამიანს აქვს ხმა მიცემული. სიაში გვყავს 1153 ამომრჩეველი. ველოდებით აქტივობის კიდევ გაზრდას. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რისთვისაც ადმინიტრაციას ვუხდით მადლობას“, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
შეფასება გააკეთა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა 113-ე საარჩევნო უბანზე, სანდო ალავერდაშვილმა.
„საარჩევნო პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, აქტივობაც შესაბამისია და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობ, მივიღებთ შესაბამის შედეგს“, – აღნიშნა სანდრო ალავერდაშვილმა

banner
წინა სტატიაშილადო ბოჟაძე მარნეულში პოლიციის მობილიზებას საჭიროდ თვლის – „კარგად გვახსოვს ორი წლის წინანდელ არჩევნებში მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, დაზიანებული პოლიციელებიც“
შემდეგი სტატიაცესკო-ს ინფორმაციით, რუსთავში ხმის განმეორებით მიცემის მცდელობები დაფიქსირდა