ცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გადასატან ყუთებთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გადასატან ყუთებთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, კანონმდებლობაში, კონკრეტულად საარჩევნო კოდექსში, დეტალურად არის განსაზღვრული პროცედურები, რომლის თანახმადაც,კომისიის წევრები მიყვებიან გადასატან ყუთს. აღნიშნული ფუნქციები კი, გამოვლინდება წილისყრით, არჩევნების დღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ იგეგმება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გააყოლონ გადასატან ყუთებს, ისინი შტაბში არ იყვნენ გარკვეული დროის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიექვსი წლის გოგონა თოკის წნულებით თამაშის დროს ხეზე ჩამოეკიდა და დაიხრჩო
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს