ექვსი წლის გოგონა თოკის წნულებით თამაშის დროს ხეზე ჩამოეკიდა და დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში უბედური შემთხვევა მოხდა.

მცირეწლოვანი ბავშვები თოკის წნულებით თამაშობდნენ, რა დროსაც ექვსი წლის გოგონა ხეზე ჩამოეკიდა და დაიხრჩო.

როგორც სოფელ ველისციხის მცხოვრებლები აცხადებენ, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი მათ სოფელში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ დასახლდა.

“ოჯახი სულ რამდენიმე დღეა ველისციხეში ცხოვრობს. მათი ექვსი წლის გოგონა თურმე მეზობლის თანატოლ ბავშვებთან თამაშობდა თოკებით, როგორც ჩამოეკიდა ხეზე და როგორ დაიხრჩო არ ვიცით. ბავშვებმა რომ ყვირილი ატეხეს ჩვენც იმ დროს გავიგეთ და მისმა მშობლებმაც, ხიდან დროულად ჩამოვხსენით, სასწრაფოც გამოვიძახეთ, თუმცა პატარა გარდაცვლილი იყო. ეტყობა მომენტალურად დაიხრჩო”, – აცხადებს სოფელ ველისციხის მცხოვრები ნოდარ ქათამაძე.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიკერიმ მოითხოვა რუსეთის სირიაში მოქმედებები გამოიძიონ როგორც სამხედრო დანაშაული
შემდეგი სტატიაცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გადასატან ყუთებთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს