ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 23 მაისს, 03.30 წთ-ზე გამოაქვეყნა. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, მოცემული დროისთვის დათვლილია ყველა – 45 საარჩევნო უბნის შედეგი.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.
წინასწარი შედეგები:
ოლქი | მაჟორიტარული ოლქი | ნომერი | საარჩევნო სუბიექტი | კანდიდატი | პროცენტი | ხმების რაოდენობა |
გლდანი | 10,22 | 1 | თავისუფალი საქართველო | ნინო ჯურხაძე | 13.84% | 624 |
გლდანი | 10,22 | 24 | სახალხო ხელისუფლება | ზურაბ კვანტალიანი | 5.48% | 247 |
გლდანი | 10,22 | 41 | ქართული ოცნება | ბორია ფირცხელიანი | 80.69% | 3639 |
გარდაბანი | 21,08 | 1 | თავისუფალი საქართველო | დავით ხვისტანი | 0.51% | 6 |
გარდაბანი | 21,08 | 24 | სახალხო ხელისუფლება | ტოფიკ ახმედოვი | 20.32% | 238 |
გარდაბანი | 21,08 | 41 | ქართული ოცნება | ფახრადინ შარიფოვი | 67.89% | 795 |
გარდაბანი | 21,08 | 42 | დამოუკიდებელი კანდიდატი | ჯემალ მურადხანოვი | 11.27% | 132 |
გარდაბანი | 21,18 | 1 | თავისუფალი საქართველო | ჯამილა გასანოვა | 1.5% | 17 |
გარდაბანი | 21,18 | 41 | ქართული ოცნება | ვუგარ მამედოვი | 98.5% | 1119 |
კასპი | 30,12 | 5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | ციცინო აბუაშვილი | 26.98% | 340 |
კასპი | 30,12 | 24 | სახალხო ხელისუფლება | სოლომონ ტატანაშვილი | 7.54% | 95 |
კასპი | 30,12 | 41 | ქართული ოცნება | ალექსანდრე მერებაშვილი | 65.48% | 825 |
წყალტუბო | 58,17 | 5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | ბუხუტი ფირცხალავა | 30.89% | 598 |
წყალტუბო | 58,17 | 33 | ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები | ივანე როყვა | 4.8% | 93 |
წყალტუბო | 58,17 | 41 | ქართული ოცნება | მურადი ზაქარიაძე | 64.31% | 1245 |
ოზურგეთი | 60,05 | 5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | ბესიკი ქათამაძე | 59.6% | 714 |
ოზურგეთი | 60,05 | 41 | ქართული ოცნება | ნონა ტუნაძე | 40.4% | 484 |
ოზურგეთი | 60.01.04 | 41 | ქართული ოცნება | ვასილ ჩიგოგიძე | 64.56% | 918 |
ოზურგეთი | 60.01.04 | 42 | დამოუკიდებელი
კანდიდატი |
გრიგოლ კალანდარიშვილი | 35.44% | 504 |
ხობი | 66,17 | 41 | ქართული ოცნება | კობა კაკულია | 100% | 119 |
ზუგდიდი | 67,15 | 1 | თავისუფალი საქართველო | თეონა ქარდავა | 1.28% | 16 |
ზუგდიდი | 67,15 | 5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | ვარადებული ლაშხია | 49.76% | 623 |
ზუგდიდი | 67,15 | 41 | ქართული ოცნება | ამირან ლაგვილავა | 48.96% | 613 |