თინა ხიდაშელი: ვინც მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს, ეს ქაოსის გზაა

კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხიდაშელის შეფასებით მსგავსი ფაქტები არ რომელიმე პოლიტიკური ძალის არამედ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული და ქვეყანა ქაოსისკენ მიყავს.
„ყველა ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს;

ყველა ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს;

თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ.

ის რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა ქაოსის გზაა!!!

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ვის ურტყამდა.

თუ ვერ გავიგებთ რომ ძალადობა პასუხი არ არის ეს როლები მუდამ ცვალებადი იქნება – მსხვერპლის და ჯალათის როლები, ხოლო ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვეცლება.“- წერს თინათინ ხიდაშელი.

შეგახსენებთ კორცხელის საარჩევნო უბანზე გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც სპორტსმენები შედიოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურმა საარჩევნო კომისია 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება