ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელის მოწერით როგორც ცენტრალური, ისე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები.

ასევე კოდექსზე ხელის მოწერით, წევრები თანხმდებიან,რომ იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთელმა საარჩევნოადმინისტრაციამ, 73 საოლქო და 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველაწევრმა, ერთდროულად ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, ეთიკის იმპრინციპებს, რომელიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისწარმმართველი. ეს გახლავთ პირველ რიგში კანონის პატივისცემა, ჩვენიდამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური სტანდარტი დაპროფესიული საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეთიკისკოდექსი განახლდა და წელს აქცენტი უფრო მეტად გაკეთებულია საჯაროობისპრინციპზე – გამჭვირვალობისა და საჯაროობის ხელშეწყობაზე. კოდექსზეხელმოწერით ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით,ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ჩავატარებთძალიან კარგად ორგანიზებულ და გამჭვირვალე არჩევნებს“, – აღნიშნა თამარჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისა

banner
წინა სტატიაშიკანადის კოლეჯში მარიხუანათმცოდნეობას ასწავლიან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, მაგრამ საიდანღაც „გამოტყვრა“ ოსვალდი და მაგან მოკლა