კანადის კოლეჯში მარიხუანათმცოდნეობას ასწავლიან

კანადაში, ონტარიოს ნიაგარას კოლეჯმა ოფიციალური თანხმობა მიიღო კანაფის კულტივირების საკითხები შეისწავლოს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დოკუმენტი ფედერალური კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გაიცა, რომელიც მარიხუანას რეკრეაციული მიზნებისთვის ლეგალიზაციას გულისხმობს.

კოლეჯში სტუდენტები მცენარის მოვლას ისწავლიან, ასევე, მის ქიმიურ ნივთიერებებთან კავშირს, სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებას და მოსავლის აღებას.თუმცა,სტუდენტებს ეკრძალებათ მათ მიერ გამოყვანილი ნარკოტიკის გასინჯვა და სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე ყველა მცენარე განადგურდება.

პროექტის კოორდინატორის, ბილ მაკდონალდის თქმით, მარიხუანას კოლტივაციის შესახებ ნებართვის მქონე კომპანიებმა სტუდენტებს უკვე შესთავაზეს დასაქმება.

ივნისში კანადაში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია 30 გრამი ნარკოტიკი ჰქონდეს ან ოთხი ძირი გაზარდოს სახლში. მარიხუანათი ვაჭრობა აკრძალულია იმ ადგილებში, სადაც თამბაქო და ალკოჰოლი იყიდება.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში, მდინარე მულხურაში ტურისტი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი