ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თემურ გვალიამ დატოვა.
მისი თქმით, პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აღარ არსებობს და არის მხოლოდ პარტია “პაატა ბურჭულაძე – სატყუარა ხალხისთვის”.
თემურ გვალია ირწმუნება, რომ პარტიაში რთული ფინანსური მდგომარეობა, თანხები კი არამიზნობრივად იხარჯება.
“პარტიის წევრებს ასიათასობით სესხი ააღებინეს და დაპირდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკან დაუბრუნებდნენ. ამ ადამიანების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მათ მხოლოდ ხმების გარკვეული რაოდენობა სჭირდებათ, რათა გადალახონ ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში. მომთხოვეს, ჭიათურიდან 3000 ხმის მოტანა შესაბამისი მიზერული დაფინანსებით, მაშინ როცა მეორე ტურამდე რომ მივსულიყავი, სულ მცირე 6 500 ხმა მჭირდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონიშვილმა “ვაი” მრჩევლებთან ერთად, პარტიულ სიაში ადამიანებით ივაჭრა და ვაჭრობს ბოლომდე”, – განაცხადა გვალიამ.
მისივე თქმით, მოძრაობისთვის მთავარ პრობლემად არა კოალიცია “გირჩი” და სხვა პარტიები, არამედ თავად პაატა ბურჭულაძე გახდა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიამერაბ ტურავა აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებაზე ინფორმაცია არ ჰქონია