მერაბ ტურავა აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებაზე ინფორმაცია არ ჰქონია

მოხდება თუ არა „რუსთავი 2“-ის ორ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, ეს სასამართლოს დარბაზში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ განაცხადა.

როგორც ტურავა აღნიშნავს, ამ არც ელექტრონული ფოსტის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურიდან არ მიუღია ინფორაცია, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

„ამ ხუთი საქმიდან ინფორმაცია, მხოლოდ 3-ზე გვქონდა ინფორმაცია, რომ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და ბოლო ორ საქმეზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს ეხება, ჩემთვის ინფორმაცია არავის მოუწოდებია. საწყენია, რომ ამ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან ვიგებ. მოხდება თუ არა „რუსთავი 2“-ის ორ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, ეს სასამართლოს დარბაზში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის შვიდი საქმეა შესული, აქედან ხუთ საქმეზე მსჯელობს პლენუმი, ხოლო ოს საქმეზე პირველი კოლეგია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება 14-დან 15.00 საათამდე გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
შემდეგი სტატია“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N61 ხაზზე გავა