ბუნდესტაგის ექსპერტები სირიაში განხორციელებულ დარტყმებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ

ბუნდესტაგის ექსპერტები სირიაში განხორციელებულ დარტყმებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ სამი ქვეყნის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება – გერმანიის ბუნდესტაგის ექსპერტებმა განაცხადეს – “დოიჩე ველე” წერს. ისინი ბრიტანეთის მიერ დარტყმების სამართლებრივად დასაბუთებას არადამაჯერებელს უწოდებენ. “სამხედრო ძალის გამოყენება იმ სახელმწიფოს მიმართ, რომ ის დასაჯო საერთაშორისო კონვენციის დარღვევისთვის, თავისთავად ძალადობის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო-სამართლის დარღვევაა ” – გერმანიის პარლამენტის მემარცხენე პარტია ავრცელებს. ლონდონის განმარტება, რომ საერთაშორისო სამართალი გამონაკლისის სახით ადამიანების წარმოუდგენელი ტანჯვის თავიდან აცილებისთვის, ნებას რთავს მსგავს თავდასხმებზე, არის “არადამაჯერებელი” – თვლიან მემარცხენეები – “დოიჩე ველე” წერს.

ბუნდესტაგის ექსპერტების თქმით, თავდასხმის განხორციელებისთვის საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, საეჭვოა, რომ “სამხედრო დარტყმები ხორციელდება იმის გამო, რომ მომავალი ტანჯვა აღკვეთო, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი იქნება სავარაუდო მსხვერპლი სირიის კონფლიქტში” – ნათქვამია მოხსენებაში.
აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს 14 აპრილს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში ევროპის მთავრობებს მოუწოდეს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს არ დაესწრონ
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება “რუსთავი 2-ის” გაჩუმებას ცდილობს – არასამთავრობოები