საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება “რუსთავი 2-ის” გაჩუმებას ცდილობს – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ხელისუფლების მიმართვას ეხმაურებიან, სადაც მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ „რუსთავი 2“ გააჩუმოს და არხის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

არასამთავრობოების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო კომპანია იყოს დამოუკიდებელი და ქვეყანაში კრიტიკული აზრი არსებობდეს.

„რაც უფრო ახლოს მივდივართ არჩევნებამდე, მით უფრო სენსიტიური ხდება მმართველი პარტია კრიტიკული ინფორმაციის მიმართ და ცხადია, რომ რისკები უფრო დიდია. მათ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე შეეხება დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაარხს, ეს პასუხის გარეშე არ დარჩება და ამაზე მწვავე რეაგირება ექნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მნიშვნელოვანია, რომ დროებითი ღონისძიებები არ შეჩერდეს იმიტომ, რომ „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კვლავაც ის კითხვები გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. ტელეკომპანიას არ გამოუყენებია სამართლიანი სასამართლოს უფლება,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

არასამთვრობოები აცხადებენ, რომ დროებითი ღონისძიების შეჩერების მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არხის მიმართ პოლიტიკური დაინტერესება აქვს.

banner
წინა სტატიაშიბუნდესტაგის ექსპერტები სირიაში განხორციელებულ დარტყმებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთი ბარსელონაში გამართულ პროდუქტების გამოფენაზე მონაწილეობდა