ბუბა კუდავა : კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ვარძიის შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს კონკრეტული ფაქტი არის ტიპიური შემთხვევა დაუდევრობისა.

“ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. სამწუხაროდ, უახლოეს ისტორიაში დღეს, როდესაც არის ძალიან ბევრი ტექნიკური, მატერიალური საშუალება, ფაქტია, რომ ჩვენს თვალწინ ნადგურდება ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლი. ეს არის კომპლექსური პრობლემა და მთავარ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს კონკრეტული ფაქტი არის ტიპიური შემთხვევა დაუდევრობისა. თუმცა, ამ შემთხვევების აცილებაც შეიძლება სათანადო გულისყურის შემთხვევაში,“ – განაცხადა კუდავამ.

ისტორიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გამოწვეულია რეგულაციების არარსებობის გამო.

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში თანამდებობები გადაანაწილა
შემდეგი სტატია“ყველაფერი იმართება ამავე შენობიდან” – ნიკა გვარამიამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დატოვა