“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში თანამდებობები გადაანაწილა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

,,ქართული ოცნების“ გამართული კონსულტაციების შემდგ უკვე გადანაწილდა საპარლამენტო თანამდებობები.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება და მას კონკურენტი აღარ ჰყავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი შესაძლოა არჩილ თალაკვაძე გახდეს, რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში, გურიაში გაიმარჯვა.
თამარ ჩუგოშვილი და გია ვოლსკი კი სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე სპიკერები იქნებიან. პარლამენტის თავმჯდომარედ ამ დრომდე ყველაზე ხშირად ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს განიხილავენ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სავარაუდოდ ეკა ბესელია დაიკავებს, განათლების კომიტეტს შესაძლოა მარიამ ჯაშმა უხელმძღვანელოს.

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი სავარაუდოდ აკაკი ზოიძე იქნება, კახა კუჭავა კი გავრცელებული ინფორმაციით გარემოს დაცვის კომიტეტს ჩაიბარებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ოთხი მეჩეთი დახურეს
შემდეგი სტატიაბუბა კუდავა : კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი