ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება. ევროკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა „კოვიდ-19“, კრიზისის მართვა და მედეგობა, ენერგეტიკული ფასები, უსაფრთხოება და თავდაცვა, მიგრაციის საგარეო ასპექტები და ბელარუსში არსებული ვითარება იქნება.

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უწყვეტ კოორდინირებულ ძალისხმევას განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე შეზღუდვა არ უნდა შეეხოს ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებას ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპაში მოგზაურობის შეფერხებას.

ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობას ჯანდაცვის გლობალური მმართველობისა და სოლიდარობის, მათ შორის ექსპორტისა და ვაქცინის დოზების განაწილების შესახებ. ევროპული საბჭო შეაფასებს მუშაობას კოლექტიური მზადყოფნის, რეაგირების შესაძლებლობისა და მომავალი კრიზისებისადმი მდგრადობის გასაძლიერებლად.

ევროპული საბჭო უხელმძღვანელებს სტრატეგიული კომპასის პროექტს, რომელიც წარმოდგენილი იყო 9 ნოემბერს და მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საერთო სტრატეგიული ხედვა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.

ევროკავშირის საბჭო ასევე განიხილავს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მომზადებას. ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება იქნება. სამიტის ფარგლებში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამჟამად სანქციებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ევროკავშირი ამ ეტაპზე დიპლომატიაზეა ორიენტირებული.

წინა სტატიაშიწერეთელი – ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე, შეთანხმებაზე, შერიგებაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული
შემდეგი სტატიაპრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება