წერეთელი – ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე, შეთანხმებაზე, შერიგებაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული

ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე, შეთანხმებაზე, შერიგებაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში საახალწლოდ ოპოზიციის მიღებაზე.

„რა თქმა უნდა, მოსასმენად, ისე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ძალიან კარგია პოზიტიურ თემებზე ლაპარაკი, შეთანხმებაზე, შერიგებაზე თუ ა.შ. მაგრამ ეს საქმით უნდა იყოს გამაგრებული.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ეს ადამიანები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ვინც დღეს აქ არიან სასამართლოს განსასჯელის სკამზე, ამავე დროს, როგორ შეიძლება საღამოს მიწვეული იყვენენ საზეიმო რაღაც ნაძვის ხის ღონისძიებაზე. ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად ისევე არ არ არის შესაბამისი, როგორც სიტყვა და საქმე ხელისუფლების შემთხვევაში. კარგია შეთანხმება, ოღონდ ეს ასე არ კეთდება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
შემდეგი სტატიაბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება