ბრიუსელში დეტალურად იციან, თანაუგრძნობენ და ცდილობენ, ეს მდგომარეობა შეცვალონ – ალასანია სააკაშვილზე

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა. შეხვედრის წინ მან ისაუბრა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დრომდე არ გაუმჯობესებულა და გადაადგილება ისევ უჭირს.

გიული ალასანიამ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე მიღებულ გზავნილებზეც ისაუბრა.

“დეტალურად იციან და თანაუგრძნობენ და ცდილობენ, რომ ეს მდგომარეობა შეცვალონ. ეს ხდებოდა ბრიუსელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც მართლა არიან გულშემატკივრები საქართველოსი და ძალიან უნდათ, რომ საქართველო გახდეს მათი ოჯახის წევრი. პირობად ჩაგვიწერეს და იცით, ძალიან ბევრი იმეორებდა იმას, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, დანარჩენი თქვენ უნდა გააკეთოთ… ყოველდღე ვნახულობ, სუსტად არის ძირითადად ან წევს, ან ზის. რომ დგება წაბარბაცდება და სჭირდება დრო, რომ წონასწორობა რაღაცნაირად დაიცვას”,- ამბობს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშიკიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნატო-ს სამიტის წინ ჩადენილი სიმბოლური აგრესია იყოს – კლიჩკო
შემდეგი სტატიაგერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე – შოლცი