კიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნატო-ს სამიტის წინ ჩადენილი სიმბოლური აგრესია იყოს – კლიჩკო

ჩვენი ქალაქი განადგურებულია, განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც ადამიანები ცხოვრებენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, კიევზე დღეს მომხდარი თავდასხმა, შესაძლოა, ნატო-ს სამიტის წინ „სიმბოლურად“ ჩადენილი აგრესია იყოს.

„მათ თავდასხმა განახორციელეს ნატო-ს სამიტის წინ. ეს შეიძლება იყოს ამ დღეებში ჩადენილი სიმბოლური აგრესია. ეს სიმბოლური თავდასხმაა, რადგან ბოლო თავდასხმა კიევში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს მოხდა“, – აღნიშნა კლიჩკომ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი არ მოკვდება, კიდევ დიდხანს იცოცხლებს და როცა რუსული არმია უკან დაიხევს რუსეთის საზღვართან, გამოაცხადებს, რომ გეგმა შესრულებულია – გუბერმანი
შემდეგი სტატიაბრიუსელში დეტალურად იციან, თანაუგრძნობენ და ცდილობენ, ეს მდგომარეობა შეცვალონ – ალასანია სააკაშვილზე