ბრიუსელში 31 იანვარს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში 31 იანვარს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ბრიუსელში ქართულ დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილე როუზ გოტემოლერთან.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

banner
წინა სტატიაშიგარჩევა მოზარდებს შორის – 191-ე სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს
შემდეგი სტატიარუსეთის მთელი პოლიტიკური ელიტა ამერიკულ სანქციებში მოხვდა