რუსეთის მთელი პოლიტიკური ელიტა ამერიკულ სანქციებში მოხვდა

მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები შავ სიას აფართოებს. რუსეთის მთელი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა ამიერიდან კონკრეტული სანქციების სამიზნეა. კონგრესში წარდგენილ 210 კაციანი სიაში არის პრაქტიკულად ყველა, მათ შორის პრემიერ -მინისტრი დიმიტრი მედვედევი და მთელი მინისტრთა კაბინეტი, დუმის წევრების დიდი ნაწილი, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და პუტინის გარემოცვასთან დაახლოვებული ოლიგარქები. ამ სიის გასაჯაროებით ვაშინგტონი ფაქტობრივად ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ ამ ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობა არ არის რეკომენდებული.

რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მისცა შეფასება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას და მას არამეგობრული აქტი უწოდა.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. სიაში მთელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა და ბიზნესია შესული, თითოეული ამ ადამიანისა და სტატუსის უკან დგანან რუსეთის რიგითი მოქალაქეები, შრომითი კოლექტივები და საწარმოები, ანუ გამოდის, რომ ჩვენ ყველა – 146 მილიონი მოქალაქე შეგვიყვანეს რაღაც სიაში. რა აზრი აქვს ამ ქმედებას არ მესმის. მაგრამ უპირობოა, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს და ზიანს აყენებს საერთაშორისო ურთიერთობებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის მხრიდან პოზიციების უსასრულოდ დათმობას არ უნდა ელოდონ. შეხედეთ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფეხზე წამოდგომა დავაპირეთ, კავკასიაში ტერორისტები დავამარცხეთ, მაშინ როცა დაიწყო ბრძოლა საეჭვო დემოკრატიისთვის. ვერ დავუშვებთ ისეთ მოვლენებს როგორიც სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მოხდა. მაშინ ერთ-ერთმა გაუგებარმა მოღვაწემ, რომელიც ხან უკრაინელია, ხან ქართველი და დღეს კიევის მოედნებზე დარბის, იერიში მიიტანა და მოკლა ჩვენი მშვიდობისმყოფელები. რას ელოდნენ, რომ ამას გადავყლაპავდით? მართლა ფიქრობენ, რომ ხელდაკრეფილები ვისხდებოდით და გულგრილად ვუყურებთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს? მათ ასევე გამოიყენეს ხალხის უკმაყოფილება და მხარი დაუჭირეს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ხომ ფაქტია, რომელიც ყველამ იცის და ტელევიზორში ნახა. ჩვენც ბუნებრივია მხარი დავუჭირეთ ყირიმელი ხალხის რუსეთში დაბრუნების სურვილს. აბა როგორ უნდოდათ?,“-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში 31 იანვარს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი: რა სახით დამაკავშირა ამ პოპულისტმა სუბიექტმა მე სანდროს მკვლელობასთან?