ბრიტანული დაზვერვა: უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში

ფართო კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ოპერაციის დროს, რომელშიც რამდენიმე ბრიგადა მონაწილეობდა, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ქალაქის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.

„მცირე მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს ჰყავს სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონტრზომების გასაძლიერებლად იმ მრავალი საფრთხის წინააღმდეგ, რომელსაც ახლა აწყდებიან“, – აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანზე: რეჟისორებს ღირებული არაფერი გადაუღიათ და ხალხმა საერთოდ არ იცის მათი ფილმები
შემდეგი სტატიარუსი ტურისტი, უკრაინის დროშის დაკიდების გამო, საქართველოს მოქალაქეებს მეძავეებს უწოდებს