ბრიტანეთში ოც მამაკაცს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოც მამაკაცს 120-ზე მეტ ეპიზოდში დაუმტკიცდა ბრალი ინგლისის ქალაქ ჰადერსფილდის სასამართლოში, მათ ხუთი წლიდან სამუდამო პატიმრობამდე მიესაჯათ. ლიდსის სამეფო სასამართლომ განსასჯელების პირადი მონაცემების გამოქვეყნებაზე აკრძალვა მოხსნა. საერთო ჯამში მამაკაცემს 221 წელი მიუსაჯეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს 35 წლის ამირ სინგხ დალივალს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მინიმალური 18 წლით.

საუბარია მოვლენებზე, რომელიც 2004 – 2011 წლებში ხდებოდა დასავლეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ ჰადერსფილდში. იმავე პერიოდში მსგავსი დანაშაულებები ხდებოდა ინგლისის სხვა პატარა ქალაქებშიც.
ბოროტმოქმედები სპეციალურად ეძებდნენ გოგოებს დაბალი სოციალური ფენებიდან, მათ ეცნობოდნენ, შემდეგ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ეპატიჟებოდნენ. ნდობის დამსახურების შემდე იწყებოდა ძალადობა. გოგონებს აუპატიურებდნენ, მათ აიძულებდნენ უცხო მამაკაცებთან ჰქონოდათ სექსუალური კავშირი, თუკი გოგოები წინააღმდეგობის გაწევას იწყებდნენ, მათ აშინებდნენ. ზოგჯერ გოგონებს პირდაპირ სკოლის კარებიდან იტაცებდნენ, ან მოძრავი მანქანიდან აგდებდნენ. ბანდას არავინ ეწინააღმდეგებოდა. მინიმუმ ერთმა თვითმკვლელობა სცადა.

2012 წელს ქალაქ რიჩდეილის 9 მცხოვრები დააპატიმრეს იგივე ბრალდებებით, ყველა მათგანი, ისევე, როგორც 20 კაციანი ბანდის შემთხვევაში, ეთნიკური პაკისტანელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა წლების მანძილზე ხდებოდა, მსხვერპლმა პირველად პოლიციას 2008 წელს მიმართა. სამ პაკისტანელს ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

ჰადერსფილდის საქმემ მემარჯვენეების გაატიურება გამოიწვია ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ მედიას კანონით ეკრძალებოდა სკანდალური საქმის გაშუქება, მემარჯვენეები ბლოგებში ამას მუდმივად აკეთებდნენ. მაისის ბოლოს, ბრიტანული ნაციონალისტური მოძრაობა English Defence League-ის 35 წლის ლიდერს ტომი რობინსონს 13 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო – ის ლიდსის სასამართლოდან პროცესის ლაივ-ტრანსლაციას გადასცემდა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიხაშოგის გაქრობა: ხუთი შეკითხვა, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს
შემდეგი სტატიაშსს – „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს ვაფასებთ, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას