ბრიტანეთის პარლამენტი თვლის, რომ დემოკრატიის დაცვა “ფეისბუქის” დარეგულირებით უნდა მოხდეს

სოციალური ქსელებს, პირველ რიგში კი “ფეისბუქს” არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს დეზინფორმაციის გავრცელებას და მკაცრი რეგულაციებია საჭირო – შესაბამისი დადგენილება ბრიტანეთის პარალმენტმა მიიღო. კულტურის, მედიის, სპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელიც “დეზინფორმაციასა და ყალბ სიახლეებს” ეხებოდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მარკ ცუკერბერგმა ვერ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის ყალბი სიახლეების გავრცელებასთან ბრძოლაში ლიდერია და პერსონალურ პასუხისმგებლობას იღებს, კომპანიამ კი შეგნებულად დაარღვია პირადი მონაცემების შესახებ და ანტიმონოპოლიური კანონი. კომიტეტი ირწმუნება, რომ კომპანია შეგნებულად შეეცადა პარლამენტარებისთვის გზაკვალი აერია, როცა “ფეისბუქის” დამფუძნებელმა შეცდომაში შემყვანი პასუხები გასცა კანონმდებლების შეკითხვებს.

მოხსენებაში, ასევე, წერია, რომ “დემოკრატიას “მუქი რეკლამის” პერსონალიზებული მიზანმიმართული და დაუსაბუთებელი დეზინფორმაცია ემუქრება, დაუდასტურებელი წყაროებიდან, რომელიც იმ სოციალური ქსელებიდან ვრცელდება, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ” – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა