მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

როგორც „თაიმერს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ზუგდიდში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტი თვლის, რომ დემოკრატიის დაცვა “ფეისბუქის” დარეგულირებით უნდა მოხდეს