ბრიტანეთის პარლამენტი 29 იანვარს “ბრექზიტის” ახალ გეეგმას უყრის კენჭს

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით არ მიიღო ბრიტანეთ-ევროკავშირს შორის 13 ნოემბერს მიღებული შეთანხმება, სამეფოს მთავრობამ პარლამენტს მოუწოდა 29 იანვარს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალ გეგმას უყარონ კენჭი. რას წარმოადგენს გეგმა “ბ” ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მას პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 21 იანვარს წარადგენს.

მეიმ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის ნდობის ვოტუმი მიიღო 16 იანვარს, მზაობა გამოხატა ევროკავშირთან შეთანხმების კორექტირებაზე მოლაპარაკებები აწარმოოს, რაზეც ბრიუსელმა კატეგორიულად უარი განაცხადა.
დღესვე მეიმ თქვა, რომ ხისტი “ბრექსიტი” გამორიცხული არ არის – “დოიჩე ველე” წერს.

25 ნოემბერს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის 585 გვერდიანი დოკუმენტი მიიღო, რომელზეც 13 ნოემბერს შეთანხმდნენ.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2019 წლის 29 მარტიდან უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა, NBA-ის მოთამაშის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა
შემდეგი სტატიააფეთქება დიდ დიღომში – 4 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა