აფეთქება დიდ დიღომში – 4 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ბავშვის ტყუპისცალის, 4 წლის გოგონას იაშვილის კლინიკაში თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის ადეკვატური და დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, დიდ დიღომში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ამჟამად კლინიკებში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტი 29 იანვარს “ბრექზიტის” ახალ გეეგმას უყრის კენჭს
შემდეგი სტატიაგერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა