ბრიტანეთი სკრიპალების საქმეზე მტკიცებულებებს გაეროს წარუდგენს

ბრიტანელი დიპლომატები, რუსული მხარის თანდასწრებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე მტკიცებულებებს წარუდგენენ – საქმე რუსეთის ორ მოქალაქეს ეხება.

ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით,გამოძიებამ   მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა.

მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტერეზა მეის გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა, რომლის მუდმივი წევრი რუსეთია.

5 სექტემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და სკოტლენდ-იარდმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთში “ნოვიჩოკის” გამოყენების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეს ალექსანდრ პეტროვს და რუსლან ბოშიროვს ბრალი წაუყენეს – ისინი იმავე უწყებაში მუშაობენ, სადაც მანამდე სერგეი სკრიპალი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილების სახელები, შესაძლებელია გამოგონილია.

ბრიტანეთის სამეფო პოლიციის განცხადებით, რუსეთის ორივე მოქალაქეზე ევროპული ორდერი გაიცა.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში ერთნაირსქესიანთა კავშირები დააკანონეს 
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა სექტემბერში სამიტს გამართავენ