ბრიტანელმა ექსპერტებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი იპოვეს

ბრიტანულმა ლაბორატორიამ Forensic Explosives Laboratory, რომელიც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, დაადატურა, რომ თვითმფრინავ Ту-154М-ის ფრაგმენტებზე, რომლითაც 2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ და მისმა მთავრობამ კატასტროფა განიცადეს, ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩინდა. კერძოდ, საუბარია ტროტილზე. თვითმფრინავის 200 ფრაგმენტი პოლონეთის ეროვნულმა პროკურატურამ ბრიტანეთს 2017 წელს გადასცა – ამის შესახებ პოლონური “Gazeta Polska Codziennie” წერს.

2018 წლის აპრილში პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ სმოლენსკის კატასტროფის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პოლონეთის მთავრობა მიფრინავდა, ჰაერში აფეთქდა, რომლის შედეგადაც თვითმფრინავზე მყოფი 96-ივე პირი გარდაიცვალა, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე.

banner
წინა სტატიაშირას წერს პოლონური მედია 24 წლის ქართველის გარდაცვალებზე
შემდეგი სტატიამინსკის ცენტრში მასობრივი დაკავებები მოხდა