რას წერს პოლონური მედია 24 წლის ქართველის გარდაცვალებზე

ჩხუბში, რომელიც პოლონეთში, პომერანიის რეგიონში, გლიშნიე ვიელკიში მოხდა, შაბათს, 23 მარტს, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ ჩართული და ის მათ საცხოვრებელ ადგილას გაიმართა. ჩხუბის შედეგად ერთი 24 წლის ქართველი გარდაიცვალა. ერთი პირი, 38 წლის მამაკაცი, რომლის ეროვნება არ არის დაკონკრეტებული, გადაყვანილია საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა კრიტიკულია – ადგილობრივი პოლიცია აცხადებს.
სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, მათ შორის, ორი საქართველოს მოქალაქე და ერთი – უკრაინის. 28, 33 და 44 წლის მამაკაცები, სავარაუდოდ, ჩხუბში მონაწილეობდნენ. პოლიცია დანაშაულის მოტივებს არ ავრცელებს – ორშაბათს, 25 მარტს წერს პოლონური მედია.
თავდაპირველად გავრცელდა, რომ ჩხუბი, რომელიც გამოსასვლელ დღეს ქეიფის დროს გაიმართა, უკრაინელებსა და ქართველებს შორის მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ნასვამ ქართველებს შორის დაიწყო ხმამაღალი საუბარი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან
შემდეგი სტატიაბრიტანელმა ექსპერტებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი იპოვეს