“ბრექსიტის” ბრიტანელი მინისტრი გადადგა

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მინისტრი დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ მას არ შეუძლია მხარი “სუფთა სინდისით” დაუჭიროს ტერესა მეის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების პაქტს. რააბის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა შრომისა და პენსიების მინისტრი ესტერ მაკვეი და სამი სხვა სამთავრობო ჩინოვნიკი. პრემიერ-მინსიტრის სახელზე დაწერილ წერილში მაკვეიმ განაცხადა, რომ შეთანხმება “ბრექსიტის” რეფერენდუმს არ შეესაბამება.

ბრიტანეთის მთავრობამ “ბრექსიტის” შესახებ პაქტი მიიღო. დოკუმენტი ორივე მხარის ტექნიკურ პერსონალს გაეცნო მიმდინარე კვირას ინტენსიური განხილვების შემდეგ. გუშინ სპეციალურ სხდომაზე ტერესა მეიმ კაბინეტს დოკუმენტისთვის მხარდაჭერა სთხოვა. მინისტრთა კაბინეტის სხდომა 5 საათი გრძელდებოდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ და პოლონეთმა “ფორტ ტრამის” შექმნის იდეა განიხილეს
შემდეგი სტატიათეთრი სახლის თანამშრომელი მელანია ტრამპთან დავის შემდეგ დაითხოვეს