აშშ-მ და პოლონეთმა “ფორტ ტრამის” შექმნის იდეა განიხილეს

ვარშავა მზად არის ორი მილიარდი დოლარი გამოყოს ამერიკელი სამხედროების ქვეყანაში მუდმივად განსათავსებლად. დღეს აშშ-სა და პოლონეთს შორის უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ საკითხის განხილვა გაგრძელდა. ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები პენტაგონში შეხვდნენ, რომ ვარშავას წინადადება განეხილათ.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესებულია იდეით და წინადადებას “ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა. პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას ინიციატივით ბაზას “ფორტ ტრამპი” დაერქმევა.
ელოდებიან, რომ უახლოეს თვეებში დამატებითი მოლაპარაკებები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშივაპრავებთ, რუსეთის სამხედრო აგრესიასაც და ოსეთის და აფხაზეთის აღიარებასაც – შოთა უტიაშვილი
შემდეგი სტატია“ბრექსიტის” ბრიტანელი მინისტრი გადადგა