თეთრი სახლის თანამშრომელი მელანია ტრამპთან დავის შემდეგ დაითხოვეს

მირა რიკარდელმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის პირველი მოადგილე იყო, თანამდებობა დატოვა. ბოლტონის უახლოესი თანამშრომლის დათხოვნას პირველი ლედი მელანია ტრამპი ითხოვდა. ამის შემდეგ ახალ განთავისუფლებებს ელოდებიან. პრეს-მდივან სარა სანდერსის თქმით, რიკარდელი თეთრი სახლიდან იმიტომ მიდის, რომ ადმინისტრაციაში სხვა პოზიციაზე დაიწყოს მუშაობა.
მელანია ტრამპის წარმომადგნელნელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მეუღლის აზრით, რიკარდელი ღირსი არ არის თეთრ სახლში იმუშაოს. ამ გამოსვლაზე კომენტარი არ გაუკეთებია არც სანდერსს და არც ბოლტონს.

ამერიკული მედია წერდა, რომ მელანია ტრამპი და მირა რიკარდელი აფრიკული ტურნეს დროს წაკამათდნენ. ზოგიერთი ინფორმაციით, დავის მიზეზი გახდა თვითმფრინავში დასაჯდომი ადგილები – “ბიბისი” წერს.
“ის ძალიან ხისტი ქალია, ძალიან ჭკვიანი, ვერ იტანს სისულეებს. და თუკი თქვენ სულელი აღმოჩნდებით, ამას არ დაგიმალავთ” – Washington Post-ს უთხრა სტივენ ბუჩიმ, რომელიც რიკარდელთან მუშაობდა პენტაგონში.
აფრიკაში ტურნეს დროს მელანია ტრამპმა ABC-ს განუცხადა, რომ თეთრ სახლში რამდენიმე ადამიანს არ ენდობა. Wall Street Journal-ი წერდა, რომ პირველი ლედის გარემოცვა ფიქრობს, რომ მელანია ტრამპის მიერ მედიაში გაჩენილი აგრესიის უკან რიკარდილი იდგა.

banner
წინა სტატიაში“ბრექსიტის” ბრიტანელი მინისტრი გადადგა
შემდეგი სტატიაბექა ძამაშვილი – ჩვენი მიზანია, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობით ათასობით მსხვერპლისთვის საერთაშორისო მართლმსაჯულების დაყენება შევძლოთ