ბრძოლა მოსულისათვის: კოალიციის დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 29, 2017 14:34

ბრძოლა მოსულისათვის: კოალიციის დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს

ამერიკელი გენერლის სტივენ ტაუნსენდის თქმით, შესაძლებელია კოალიციის ძალების მიზეზი იყოს 17 მარტს ქალაქის დასავლეთით განხორციელებული დარტყმები, რომლის შედეგადაც 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მან დაადასტურა, რომ იმ დღეს ამერიკის სამხედრო ძალები ბომბავდნენ იმ რაიონს. გენერლის თქმით, დიდი ალბათობაა იმისი, რომ აშშ- ა იმ ავიადარტყმებზე პასუხისმგებელი, რომელსაც მოქალაქეებში მსხვერპლი მოყვა და მას “არაწინასწარგანზრახული ინციდენტი” უწოდა.

ამასთანავე, გენერალმა არ გამორიცხა, რომ მომხდარი “ისლამური სახელწმიფოს” ბრალი იყოს.
არსებული მონაცემებით, დარტყმები განხორციელდა შენობებზე, სადაც სნაიპერები ისხდნენ. თვითმხილველების თქმით, ჯიხადისტებმა, რომლებმაც იცოდნენ ავიადარტყმების შესახებ, სახლში 140 მშვიდობიანი მოქალაქე ძალის გამოყენებით შეიყვანეს, რომ ისინი ცოცხალი ფარის მაგივრად გამოეყენებინათ დანაღმულ შენობაში.

ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 29, 2017 14:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics