ლუცკში პოლონეთის საკონსულოს ნაღმმტყორცნიდან ესროლეს

უკრაინაში ლუცკის პოლიციამ დაადასტურა, რომ 29 მარტს, დაახლოებით შუა ღამის საათებში პოლონეთის გენერალურ საკონსულოში მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის სახურავზე დაახლოებით 2-3 დიამეტრის ხვრელი წარმოიქმნა -წერს “ბიბისი”
ვიცე-კონსულმა კშიშტოფ სავიცკიმ გამოცემას განუცხადა, რომ შენობას ნაღმმტყორცნიდან ესროლეს. მან აღნიშნა, რომ შენობაში იმ დროს ხალხი იმყოფებოდა, “მაგრამ ისინი იმან გადაარჩინა, რომ სროლა ფანჯრიდან 20 სანტიმეტრით მაღლა განხორციელდა”.
ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ვირუსის ბლოკატორები