83 მონა, მოღალატე, იუდა-თბილისის ქუჩებში ახალი წარწერები გამოჩნდა

“83 მონა,” “83 იუდა,” “83 პინგვინი,” “30 ვერცხლს როგორ გაიყოფთ 83 მოღალატე” – თბილისის ქუჩებში ახალი წარწერები გამოჩნდა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ამ ფორმითაც ცდილობენ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს ხმა მიწვდინონ და უთხრან, რომ მათი ქმედება ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს რუსული კანონს პირველ მოსმენაზე მხარი “ოცნების” 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათი სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

banner
წინა სტატიაში“არა რუსულ კანონს”- ლოს-ანჯელესში, მალტასა და ბერლინში საპროტესტო აქციები გაიმართა
შემდეგი სტატიაბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს