ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ შესვენება გამოაცხადა.

ზაზა გაბუნია საპარლამენტო ოპოზიციის წევრს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას დაუპირისპირდა და თქვა, რომ მის მიერ აღწერილი მოვლენები, რომელიც გუშინ ბორჯომის საკრებულოში განვითარდა რეალობას არ შეესაბამება და არის ცალმხრივად გადმოცემული.

ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უყურადღებობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცრუობს და მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

პოლიტიკური განცხადებები ,,ევროპული საქართველოს” დეპუტატებმაც გააკეთეს, ოპოზიცია მმართველი გუნდის ლიდერებს მოუწოდებს, რომ შს სამინისტროს მიმართოს და ადგილზე წესრიგი დაამყაროს.

banner
წინა სტატიაში„ბორჯომში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან“ – შსს
შემდეგი სტატიაიან კელი: ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმა ავიმაღლოთ