იან კელი: ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმა ავიმაღლოთ

იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტსა და ცხედრი გადმოსვენების საკითხს ეხმიანება. იან კელი იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნებენ.

“ჯერ არ ვიცი როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ერგნეთში. მოგეხსენებათ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ეს არის მართლაც არის საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. თუმცა შემაძრწუნებელია სიტუაცია, იმიტომ რომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა იქ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ტიპის ინციდენტი არ არის პირველი. ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ხმა ავიმაღლოთ. გარკვეულწილად პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა ხარ ოკუპანტი,”- განაცხადა იან კელიმ.

ოკუპირებული ცხინვალი გარდაცვლილ ტატუნაშვილს ბადრაგზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

 

banner
წინა სტატიაშიბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალი გარდაცვლილ ტატუნაშვილს ბადრაგზე თავდასხმაში ადანაშაულებს