ბორის ჯონსონი ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს კონსესუსისკენ მოუწოდებს

ბორის ჯონსონი ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს კონსესუსისკენ მოუწოდებს

ბორის ჯონსონი ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს კონსესუსისკენ მოუწოდებსბრექსითის” კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თანამოაზრეებს მოუწოდა ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგეებთან “დიალოგის ხიდი” გამართონ.
“ჩვენ უმრავლესობა ვართ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ “დარჩენის” მომხრეები დავამშვიდოთ” – განაცხადა ჯონსონმა, რომელიც კონსერვატორების პარტიის ლიდერის პოტენციური პრეტენდენტია.
ის პარასკევიდან, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების დღიდან, მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებდა, მაგრამ Daily Telegraph-ში გუშინ გამოქვეყნებულ სტატიაში მან თქვა, რომ ბრიტანეთი ყოველთვის იქნება ევროპის ნაწილი. მისი თქმით, სამეფოს შეუძლია საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმირება და საერთო ევროპულ ბაზარზე წვდომის შენარჩუნება. ბრიტანელებს კი, ჩვეულებრივად შეეძლებათ მოგზაურობა – აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

ამომრჩევლებმა, რომლებმაც “ბრექსიტს” მისცეს ხმა, ხელახალი რეფერენდუმის მოთხოვნით პარლამენტის სახელზე პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ნიუსის გაკეთების მომენტში უკვე 3, 700 000 ხელმომწერი ყავს.

banner
წინა სტატიაში“კარფურის” მაღაზიათა ქსელში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაპირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით 194670-მა მოქალაქემ ისარგებლა