პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით 194670-მა მოქალაქემ ისარგებლა

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ჩატარებული პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა, 194 670-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, ამის შესახებ თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე 1917000 პირადობის მოწმობაა გაცემული.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეისათვის უკვე საარჩევნო სიაში 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია, აქედან პოტენციურ ამომრჩევლის სიას 120 000 პიროვნების ბიომეტრიული მონაცემი დაემატა.

მისივე თქმით, პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს კონსესუსისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“მოვისმინეთ მოსაზრება, რომ შინაპატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მართლაც არაადეკვატურია”