ბოლო 24 საათში 13 580 ადამიანი აიცრა

ბოლო ხუთ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 68 364 ადამიანი აიცრა. ბოლო რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასის ფარგლებშია. ბოლო 24 საათში 13 580 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 729 672 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 967 441 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.1%. სრულად ვაქცინირებულია 762 231 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 26.7%.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა
შემდეგი სტატიაგიორგი ფანგანი – „ნამახვანჰესის“ აშენება ტარიფების შენარჩუნებაში ან დაწევაში აუცილებლად დაგვეხმარებოდა