ბოკუჩავა აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს და სამართლებრივ დავასაც არ გამორიცხავს.

„ეთიკის საბჭოში შევიტან საჩივარს, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდად იმედიანად არ ვარ განწყობილი, რომ ჯეროვნად მოახდენს ეთიკის საბჭო რეაგირებას, რადგან მასში მყოფმა რამდენიმე წევრმა უკვე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება და პრაქტიკულად ჩემზე გადმოიტანეს ისრები. პასუხისმგებლობას სრულიად ირიდებენ, იმ ძალადობრივ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელეს ლევან მგალობლიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა, რომლებმაც ქვეყნისთვის სამარცხვინოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ იძალადა ქალზე პლენარულ სხდომათა დარბაზში. თუმცა მაინც ვაპირებ ფორმალობისთვის აღნიშნული ინსტრუმენტები გამოვიყენო. ასევე არ გამოვრიცხავ, სხვა სამართლებრივი ზომებიც გამოვიყენო ამ ორი დეპუტატის წინააღმდეგ. შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტებთან და ქალთა უფლებების დამცველებთან კინსულტაციებს გავივლი, რათა გადავწყვიტო, რა იქნება ყველაზე მართებული ფორმა შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივლისისთვის
შემდეგი სტატია“სათამაშო ბიზნესის სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ”