“სათამაშო ბიზნესის სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ”

Roulette wheel

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად, მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განმარტებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ თამაშობის ორგანიზატორებს აზარტულ თამაშს ან მასთან დაკავშირებულ სერვისს და პროდუქტს მიაწვდის, დაექვემდებარება ნებართვის აღებას და კონტროლის სისტემებში ჩართვას.

მისი თქმით, მოქმედი კანონით, ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში აწვდიან სერვისს თამაშობის ორგანიზატორებს, იღებენ ნებართვას და არიან კონტროლის ქვეშ, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომელებიც საქართველოდან საზღვარგარეთ აწვდიან ანალოგიურ სერვისს, არიან კონტროლის მიღმა და არ ექვემდებარებიან ნებართვის აღებას.

„სწორედ ეს ნაკლოვანება სწორდება შემოთავაზებული პროექტით და შესაბამისად, სრულად მთელი სფერო სათამაშო ბიზნესის მთელი სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუა.

პროექტის თანახმად, შესაბამის ორგანიზაციებს ნებართვების ასაღებად ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს
შემდეგი სტატია„მუზეუმის დანგრევასთან“ დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცლებს